რაგბი

14:08 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა მალაღურაძის ორი ლელო (VIDEO)

უკვე ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ პენზაში იმპერიას ორი ლელო დაუდო. მან გარდასახვებით კიდევ 14 ქულა მოინაგრა და ჯამში 24 მოაგროვა, ხოლო მისმა "კრასნი იარმა" რუსეთის პრემიერლიგის მეოთხედფინალში 81:10 გაანადგურა.

ნახევარფინალში "იარი", სადაც მალაღურაძის გარდა მიხეილ წიკლაური და ვალერი ცნობილაძე თამაშობენ, "ვვა-პოდმოსკოვიეს" შეხვდება. პირველი თამაში 14 სექტემბერს სტუმრად ექნება, ხოლო 19-ში შინ დაუხვდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი დავით კაჭარავას "ენისეიმ" და "ყუბანმა" შეადგინეს. პირველი თამაში 13 სექტემბერს კტასნოდარში გაიმართება, ხოლო განმეორებითი 18 სექტემბერსაა დანიშნული.

0.139552