შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ძლევის (6:7, 6:4, 7:5, 6:3) შემდეგ აღნიშნა, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე რთული და ამავდროულად, საუკეთესო შეხვედრა იყო.
“ძალიან კარგი ორი კვირა გამოვიდა, კორტზე დიდი დრო გავატარე. საუკეთესო ჩოგბურთელებს ვეთამაშე და ფინალში ძალიან რთული მატჩი გამომივიდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ეს იყო ჩემი საუკეთესო შეხვედრა, რომ არა ჯოკოვიჩი, ასეთი თამაში არ გამომივიდოდა. ეს არ იყო მარტო ჩოგბურთში დაპირისპირდება, ეს იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბრძოლა. მატჩის დასრულების შემდეგ თავს გამოფიტულად ვგრძნობ. ეს იყო ყველაზე რთული შეხვედრა ჩემს კარიერაში. დიდი სლემის ტურნირებიდან “უიმბლდონის” მოგებაღა დამრჩა და რა თქმა უნდა, შემდეგ წელს მაქსიმუმს გავაკეთებ ამ ტურნირზე რომ გავიმარჯვო”- განაცხადა ვავრინკამ.