10-11 სექტემბერს ძიუდოს აკადემიამ სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საერთშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, 2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის სახელობის საერთშორისო მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.
საერთაშორისო ტურნირში 11 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, საქართველო) 150-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონ-პრიზიორები სულ 9 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
მემორიალური ტურნირის პირველ დღეს, 10 სექტემბერს მედლებისათვის 52, 62, 74, 90 და +100 კილოგრამ წინითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოდნენ, 11 სექტემბერს კი 57, 68, 82 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის სამბისტები ჭიდაობდნენ.
ქართველმა სამბისტებმა ჯამში 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს,
არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირის პრიზიორები:
52 კგ.
- ლევან ბერბერაშვილი
- ანდრეი კუბარკოვი (რუსეთი)
- ლერი ბედინაძე
- გიორგი მირუაშვილი
57 კგ.
- ვახტანგ ჩიდრაშვილი
- იერბოლატ ბაიბატიროვი (ყაზახეთი)
- გრიგორ მხითარიანი (სომხეთი)
- ბეიმბეტ კანჟანოვი (ყაზახეთი)
62 კგ.
- ზვიად ოდოშაშვილი
- არტემ სოროჩენკოვი (რუსეთი)
- გენადი ჩირგაძე
- იუსიფ ნაბიევი (აზარბაიჯანი)
68 კგ.
- შმაგი ლაგაზაური
- ამირ პსეუნოკი (რუსეთი)
- გიორგი შემაზაშვილი (რუსეთი)
- მინდია ლილუაშვილი
74 კგ.
- კახა მამულაშვილი
- ლევან ნახუცრიშვილი
- ალექსანდრე კოკშა (ბელარუსი)
- რაფიკ მანუკიანი (სომხეთი)
82 კგ.
- ნიკო კუცია
- ბესარიონ ბერულავა
- იური საიფუტდინოვი (რუსეთი)
- ლევონ მატევოსიან (სომხეთი)
90 კგ.
- უშანგი მარგიანი
- ნიკა სიდამონიძე
- გიორგი ობოლაშვილი
- ზაურ მამარდაშვილი
100 კგ.
- დიმიტრი ელისეევი (რუსეთი)
- დავით ლორიაშვილი
- გიორგი კობაიძე
- ედიკ პეტროსიანი(სომხეთი)
+ 100 კგ.
- ონისე ბუღაძე
- ალექსანდრე ტუნაკოვი (რუსეთი)
- სლავა რეზესიძე
- ლაშა გურული
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური