როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, 30 წლის ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა. მან დღეს გააფორმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე.
ხუბუტიამ წინა სეზონი სლოვაკეთის “მიხალოვცეში” გაატარა. კარიერის განმავლობაში მას 7 სხვადასხვა უცხოური გუნდის შემადგენლობაში უთამაშია: ბელარუსის “ზვეზდა-ბგუ”, ლიტვის “კაუნასი”, “შილუტე” და “ვილნიუსი”, რუმინეთის “გაზ მეთანი”, თურქეთის “სამსუნსფორი”, რუსეთის “მორდოვია”, საბერძნეთის “კერკირა” და ბოლოს “მიხალოვცე”.
აკაკის 20 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. დებიუტი ჰქონდა სლოვენია-საქართველოს ამხანაგურ შეხვედრაში (1:2). ასევე, ითამაშა ხორვატიასთან (1:0), საფრანგეთთან (0:0) და ასე შემდეგ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში კი 10 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.