ფეხბურთი

22:28 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა: "დინამომ" ვერ მოიგო, "დილამ" წააგო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტური დღეს სარულდა. თეთრ ჯგუფში ვერ მოიგო “დინამო” თბილისმა, რომელიც საკუთარ მოედანზე “შუქურას” დაუზავდა – 1:1. ანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე გახსნეს ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით, თუმცა ქობელეთელმა ფეხბურთელებმა მალევე აღადგინდეს წონასწორობა. 24-ე წუთზე თავი გიორგი გურულმა გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ანგარიში უცვლელი დარჩა.

თეთრ ჯგუფს ხუთი ტურის შემდეგ საჩხერის “ჩიხურა” ლიდერობს 10 ქულით (ოთხ თამაშში), ხოლო ბოლო, მეშვიდე ადგილზე ქუთაისის “ტორპედოა” 2 ქულით.

ღაც შეეხება წითელ ჯგუფს – აქ დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივეში მასპინძლებმა იმძლავრეს. “სამტრედიამ” საკუთარ კედლებში ფოთის “კოლხეთს” დამაჯერებლად აჯობა – 2:0. Iმერლებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. თავი ჯერ ბუდუ ზივზივაძემ, შემდგომ კი, გიორგი დათუნაიშვილმა გამოიჩინეს.

გაცილებით დაძაბული გამოვიდა “საბურთალოსა” და გორის “დილას” თამაში. თავიდან გორელები იგებდნენ ალექსანდრე გამცემლიძის გოლით, მაგრამ თბილისელებმა ქამ-ბექი შეასრულეს. 72-ე წუთზე ფრანსისკო გარსიამ გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “დილას” 76-ე წუთზე მეკარე გიორგი ბეგაშვილი გაუძევეს.

წითელ ჯგუფს ამ დროისთვის "დინამო" ბათუმი ლიდერობს 10 ქულით, ხოლო აუტსაიდერი ამ ჯგუფში “ზუგდიდია”, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ქულის მოლოდინშია.

“სამტრედია” – “კოლხეთი” 2:0 (1:0)

სამტრედია, “ეროსი მაჯგალაძე”

გოლები: 1:0 ზივზივაძე (24), 2:0 დათუნაიშვილი (62)

“საბურთალო” – “დილა” 2:1 (0:1)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

გოლები: 0:1 გამცელიძე (27), 1:1 გარსია (72), 2:1 მარგველაშვილი (87)

“დინამო” (თბილისი) – “შუქურა” 1:1 (1:1)

თბილისი, “დინამო არენა”

გოლები: 1:0 ამისულაშვილი (10), 1:1 გურული (24)

0.165772