ფეხბურთი

19:20 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "რეალის" პრეზიდენტი რომ ვიყო, ჩემ თავს 10-წლიან კონტრაქტს გავუფორმებდი"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი აცხადებს, რომ "ბლანკოსის" რიგებში კიდევ დიდი ხნით დარჩენა სურს და იგი კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს.

როდესაც ჟურნალისტებმა რონალდუს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, ესნურმა მედიამ ასეთი პასუხი მიიღო:

"ამის შესახებ პრეზიდენტს უნდა ელაპარაკოთ. საქმეები კარგად მიდის, როგორც ეს ბევრჯერ მითქვამს. რამდენიმე ავტორიტეტულმა გაზეთმა ჩემი კონტრაქტის შესახებ ყველაფერი თქვა, ასე რომ ჩემზე კარგად გცოდნიათ ყველაფერი. პრეზიდენტი რომ ვიყო და ჩემნაირი ფეხბურთელი მყავდეს, ათი წლით კონტრაქტს გავუხანგრძლივებდი." - განაცხადა ევროპის ჩემპიონმა.

საფრაგეთში გამართული ტურნირის ფინალის შემდეგ, რონალდუ მოედანზე 10 სექტემბერს "ოსასუნასთან" მოგებულ (5:2) მატჩში გამოჩნდა და მიმდინარე სეზონში დებიუტი მე-6 წუთზე გოლით აღნიშნა.

0.108199