საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 84:64 დაამარცხა. მიუხედავად 20 ქულიანი სხვაობისა ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის მეოთხე შეხვედრაში დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა და ბოლო მეოთხედის დასაწყისს მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით იგებდნენ. გადამწყვეტ ათწუთეულში კი სტუმრებმა გაქცევა მოახერხეს და 20-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს.
ქართველებმა განვლილ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დაუშვეს. ზუროსის შეგირდებმა 11 სამქულიანი ისროლეს და მხოლოდ 3 ჩააგდეს. მეტოქემ სამით მეტი სამქულიანი ჩააგდო. ქართველებმა ორქულიანებსა და საჯარომო სროლებში იყოჩაღეს.
განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშე ეფექტურობის მხრივ თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც თითქმის 19 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა (12ქ, 10მ).ქულების მხრივ კი საუკეთესო ორივე გუნდში იყო ბროადუსი, რომელმაც ალბანეთს 26 ქულა შესძინა. ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 20 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ასევე 10 ქულიანი ზღვარი გადალახა მაიკლ დიქსონმა (12) და გიორგი შერმადინმა (15).
მომდევნო შეხვედრა ქართველებს სპორტის სასახლეში სლოვაკეთის წინააღმდეგ ელით. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.