კალათბურთი

21:57 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ალბანეთს ვერ ამარცხებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ალბანეთში ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ მოულოდნელად ანგარიში ფრე 36:36 დაფიქსირდა. პირველ მეოთხედში ილიას ზუროსის გუნდი პირველად წინ მეცხრე წუთზე გავიდა და რამდენჯერმე ნაკრებს შეეძლო კიდევ უფრო დაწინაურებულიყო, თუმცა მასპინძლებმა მეტოქეს გაქცევის საშუალება არ მისცეს.

საქართველოდან ყველაზე მეტი ქულა 20 წუთში გიორგი შერმადინმა (11ქ, 6მ) ჩააგდო და ეფექტურობის მხრივ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. მასპინძლებს კი პირველ ტაიმში 11 ქულით ბროადუსმა ულიდერა.

0.106346