ფეხბურთი

15:20 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალინიჩენკო: “ანანიძე “სპარტაკის” ვეტერანია”

უკრაინის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ექსფეხბურთელმა მაქსიმ კალინიჩენკომ “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ნახევარმცველის თქმით, ანანიძეს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ამისათვის კი, მისი ზრდასრულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაა საჭირო.

“ჯანოს ძალიან კარგი საფეხბურთო მონაცემები აქვს. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა უკვე გამოირჩეოდა სხვებისგან. რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში მისი ფიზიკური მონაცემებით რთულია, მაგრამ მჯერა, რომ თამაში პირველ რიგში ფეხებსა და ტვინს შეუძლიათ. ანანიძესთვის უბრალოდ საჭიროა გახდეს მძლავრი ადამიანი, ზრდასრული მოთამაშე. პარადოქსია, მაგრამ იგი უკვე “სპარტაკის” ვეტერანია”, - თქვა კალინიჩენკომ.

0.115576