ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი ეროვნული ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სტერლინგმა გასულ თვეში სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევმა "ვესტ ჰემთან" დაპირისპირებაში დუბლი მიითვალა. შედეგიანი გადაცემები კი "სანდერლენდთან" და "სტოკისთან" მატჩებში შეასრულა.