10-11 სექტემბერს ძიუდოს აკადემია სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საერთშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, 2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
საერთაშორისო ტურნირში 12 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონ-პრიზიორები სულ 9 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
მემორიალური ტურნირის პირველ დღეს, 10 სექტემბერს მედლებისათვის 52, 62 , 74, 90 და +100 კილოგრამ წინითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 11 სექტემბერს კი 57, 68, 82 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის სამბისტები იჭიდავებენ.
ტურნირი ორივე საშეჯიბრო დღეს 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 10 სექტემბერს 18:00 საათიდან, 11 სექტემბერს კი 17:00 საათიდან აიღებს სტარტს.
არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირის გახსნის ცერემონია 10 სექტემბერს 17:30 წუთზეა დანიშნული.
9 სექტემბერს ოფიციალური პრესკონფერენცია სამინისტროში ჩატარდა, სადაც ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად შეხვდა.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური