უბერებელი მსახიობი მონიკა ბელუჩი საზოგადოებას კვლავ აოცებს თავისი მომხიბვლელობითა და მიმზიდველობით. აშკარაა, რომ ამ ქალს წლები ვერას აკლებს და რაც დრო გადის ყველა რწმუნდება, რომ ბელუჩი იმ იშვიათ ქალთაგანია, რომელიც პოპულარობას ალბათ ღრმა სიბერეშიც კი არ დაკარგავს.
ამ ცოტა ხნის წინ, იტალიის კინოცენტრმა მონიკა ბელუჩი ამერიკიდან ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საკმაოდ დაბალბიუჯეტიანია, ლეგენდარულმა მსახიობმა თანამემამულეებს ხათრი მაინც არ გაუტეხა და რომში წუწუნის გარეშე ჩავიდა.
ფილმი იტალიის საფეხბურთო ნაკრების 1982 წლის დიდ გამარჯვებას - მსოფლიო ჩემპიონობას ეძღვნება და ბელუჩი ერთ-ერთ მთავარ როლს - ესპანეთში იტალიის საგულშემატკივროდ ჩასული ქომაგი ქალის სახეს შეასრულებს. ფილმს საზოგადოება ამ ზამთარში იხილავს და ყველანი ვნახავთ მშვენიერ მონიკა ბელუჩის იტალიელი ტიფოზის როლში.