ჭიდაობა

11:49 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგონებმა მსოფლიოს შემადგენლობა ჩამოწერეს

თბილისში 13-18 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ქართველთაგან პირველმა შემადგენლობა გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ გუჩაშვილმა დაასახელა.

სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, მოჭიდავე გოგონებს ხალიჩები 15-16 სექტემბერს დაეთმობათ. საქართველოს სახელით კი მსოფლიო კონკურენციაში 4 სპორტსმენი ჩაებმება: გულიკო არუთინიანი (40 კგ), მარიამ კარელიძე (43 კგ), თამუნა სამხარაძე (46 კგ) და თამარ ხოჯაშვილი (52 კგ).

ნაკრების ლიდერი თამარ ხოჯაშვილია, რომელიც მაისში, თურქეთის ქალაქ იზმირში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონი გახდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატს ტრავმით ხვდება და წარმატებისთვის ბრძოლაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად ექიმების დახმარებაც დასჭირდება.

15 სექტემბერს მედლები 38, 43, 49, 56 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 16 სექტემბერს - 40, 46, 52, 60 და 70 კილოგრამებში.

0.14116