ფეხბურთი

21:33 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჩეფერინს უჭერს

უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს სლოვენიელ ალექსანდერ ჩეფერინს უჭერს.

როგორც სფფ-ს ოფიციალურმა ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი აგვისტოს თვეში კანდიდატებს შეხვდნენ და მათ ხედვებს გაეცნენ.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება და გვსურს, განვაცხადოთ, რომ სფფ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას, რადგან სრულად იზიარებს მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. გვჯერა, რომ მისი ყველა აქტივობა ფეხბურთის ინტერესების შესაბამისი იქნება." - ნათქვამია განცხადებაშია.

უეფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ათენში დანიშნულ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე გაიმართება. სულ ორი კანდიდატია, ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი და სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი.

0.114376