ფეხბურთი

21:47 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანშეშის დებიუტი "შალკესთან" მატჩში შედგება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ცენრალური ნახევარმცველის და ევროპის ჩემპიონის რენატუ სანშეშის დებიუტი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 9 სექტემბერს "შალკესთან" გასამართ ბუნდესლიგის მატჩში შედგება.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, 19 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთთან ვეროპის ჩემპიონატის ფინალში მიღებული ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და 100%-ით მზადაა. ასევე არტურო ვიდალი სანაკრებო თამაშების გამო გუნდში გვიან დაბრუნდა და სანშეში თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

რენატუ გერმანულმა გრანდმა "ბენფიკადან" გასული სეზონის დასრულებამდე დაიმატა და ფეხბურთელში 35 მილიონი გადაიხადა. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ახალ გუნდში ნაყოფიერად ითამაშებს ლისაბონელები წლების განმავლობაში კიდევ ბონუსის სახით 45 მილიონ ევროს მიიღებენ.

0.06229