კალათბურთი

23:48 | 8.09.2016 | ნანახია 749 - ჯერ

“ფილადელფიამ” ელტონ ბრენდი გაიფორმა

“ფილადელფიამ” 37 წლის გამოცდილი ამერიკელი ცენტრი ელტონ ბრენდი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კალათბურთელმა ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ელტონს აქამდე “ჩიკაგოში”, “კლიპერსში”, “დალასში” და ატლანტაში უთამაშია. 37 წლის ცენტრი “ოლ სტარის” ორგზის მონაწილეა (2002, 2006). ბრენდი ნბა-ს 17 წლიან კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.9 ქულას და 8.5 მოხსნას აკეთებდა.

ელტონ ბრენდი:

https://www.youtube.com/watch?v=0nh9Zke6ySU


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:47 | 10.09.2016
ალლენ (463)

ერთ დროს მრისხანე ცენტრი, აღარ იცის უკვე ვის შეეტენოს

0.065481