ლონდონის "არსენალის" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი მატიე ფლამინი მიმდინარე სეზონს "კრისტალ პალასში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "არწივების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფლამინი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მატიე "არსენალში" 4-წლიანი ასპარეზობის შემდეგ "მილანში" 2008 წელს ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 5 წლის შემდეგ უკან დაბრუნდა. სულ "მეთოფეთა" რიგებში ნახევარმცველმა 243 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.