კალათბურთი

22:38 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავმა” სერბი და ამერიკელი კალათბურთელები დაიმატა (+VIDEO)

საკალათბურთო კლუბმა “რუსთავმა” მომავალი სეზონისთვის 2 ლეგიონერი დაიმატა. ესენი სერბი უროშ ველიჩკოვიჩი (193 სმ, 80 კგ.) და ამერიკელი ქეისი კასპერბაუერი (185 სმ. 77კგ.) არიან.

33 წლის უკანახაზელი ველიჩკოვიჩი ბოლოს ბულგარული “სპარტაკ პლევენის” ღირსებას იცავდა და მისი საშუალო მონაგარი 14.2 ქულა, 3.4 მოხსნა და 4.7 პასი იყო.

ველიჩკოვიჩს ასევე საბერძნეთის, სლოვენიის, რუმინეთის, მაკედონიის და სერბეთის ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილება აქვს.

კასპერბაუერი 24 წლისაა. ის სამხრეთ დაკოტის გუნდში ასპარეზობდა და საშუალოდ 12.5 ქულას, 2.2 მოხსნას და 2.1 პასს აგროვებდა.

ცნობისთვის, რუსთაველებმა ახალი სეზონისთვის მზადება 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

0.123843