ჩოგბურთი

18:41 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ნახევარფინალშია

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა რუმინელი სიმონა ჰალეპი 6:2, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ მესამე სეტში სერენამ 2:1-ზე ბრეიკი გაკეთა, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სერენას დიდი სლემის ტურნირებზე 309 მოგებული შეხვედრა დაუგროვდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ნახევარდინალში უილიამსის მეტოქე ჩეხი კაროლინა პლისკოვა იქნება, შეხვედრა 9 სექტემბერს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

0.120163