კალათბურთი

14:28 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

აივერსონი “მაკაბიში” ითამაშებს

ამერიკელი ცენტრი კოლტონ აივერსონი თურქული “ქარშიაქადან” ისრაელის საუკეთესო კლუბ თელ-ავივის “მაკაბიში” გადაბარგდა. ამ ინფორმაციას Eurohoops.net ავრცელებს.

“ქარშიაქა” ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობა. თურქები ამერიკელ ლეგიონერს სეზონში 500 ათას დოლარს უხდიდნენ, ახლა კი, ეს თანხა გამოუთავისუფლდათ.

ევროლიგის გასულ სეზონში 27 წლის ცენტრი საშუალოდ 9.9 ქულას და 4.8 მოხსნას აგროვებდა.

0.11851