ფეხბურთი

13:44 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე განმარტავს: “ნაკრებში რომ ჩამოვსულიყავი, ხუთი წუთის სათამაშოდაც მზად არ ვიყავი”

ლევან მჭედლიძე განმარტავს, თუ რატომ ვერ ჩამოვიდა 5 სექტემბრის მატჩისთვის სანაკრებო შეკრებაზე. “ემპოლის” ფორვარდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი:

“ნამდვილი ინფორმაცია ეს არის: 7 აგვისტოდან არ მივარჯიშია. არც ყოფილა რთული ტრავმა, უბრალოდ მომიწია თითქმის ერთი თვე მცირე ტრავმის აღდგენა და ფიზიკურად მომზადება! ხუთშაბათს პირველად ვივარჯიშე გუნდთან ერთად. ისიც, არა მთლიანი დატვირთვით. შაბათს დაბალი ლიგის გუნდთან ვითამაშე ნელ-ნელა ფორმაში შესასვლელად. რომ ჩამოვსულიყავი, ხუთი წუთისთვისაც არ ვიყავი მზად სათამაშოდ”.

მჭედლიძის ეს განცხადება იმ ამბავს მოჰყვა, რომ მან “ემპოლიში” შაბათს არასტანდარტულ მოედანზე ითამაშა 2 არასრული მატჩი და 4 გოლი გაიტანა.

0.114978