ჩოგბურთი

22:24 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და მიქაძე წყვილთა ნახევარფინალში ითამაშებენ

ქართველმა ჩოგბურთელებმა თათია მიქაძემ და სოფო შაფათავამ თელავში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწიეს.

ქართველმა გოგონებმა მე-2 ნომრად განთესილი რუსული დუეტი (კომარდინა-მონოვა) 7:5, 6:3 დაამარცხეს, ფინალის საგზურისთვის კი ებრაელ ხაზანიუკს და რუს ტარასოვას ეთამაშებიან.

მე-2 ნახევარფინალი ტაივანურ-ყაზახურმა (ჰსუ-კერიმბაიევა) და რუსულმა დუეტებმა (ძალამიძე-კუდერმეტოვა) დააკომპლექტეს. ცნობისთვის, ძალამიძე და კუდერმეტოვა ეკატერინე გორგოძეს და სოფო ქვაცაბაიას 4:1-ს უგებდნენ, როდესაც ქართველებმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ სოფო ქვაცაბაია გახლავთ შემორჩენილი, რომელიც მერვედფინალში უკრაინელ დაიანა იასტრემსკას ეთამაშება.

0.116677