კალათბურთი

21:09 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მონტენეგროსთან დრამატულ მატჩში დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტს 2017-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში მონტენეგროსთან ორი ქულის სხვაობით 74:76 დამარცხდა. სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა დრამატული შეხვედრა იხილეს და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც ნემანია დიურიშიჩმა სამწამიანში არეულობის დროს ორქულიანი ჩააგდო. ბოლო წამზე კი მაიკლ დიქსონმა სროლა გააცუდა და დამატებაზე ვერც ვიქტორ სანიკიძემ ივარგა.

შეხვედრის დასრულებამდე ილიას ზუროსის გუნდს ორი ცენტრი ფაჩულია და გიორგი შერმადინი 5 პერსონალური ჯარიმის გამო დააკლდა, რაც საქართველოსთვის დიდი დანაკლისი იყო. გარკვეული გავლენა გუნდის წაგებაზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი საქართველოს გახდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 9 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლი ვიქტორ სანიკიძემ მიითვალა (10ქ, 10მ), ასევე 10 ქულიანი ზღვარი გადალახეს თორნიკე შენგელიამ (13ქ, 9მ) და მაიკლ დიქსონმა (13ქ, 4 პასი).

მეტოქეთა მხრიდან კი უდაო ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩი იყო (17ქ, 11მ). ასევე 10-ქულიანი ზღვარი გადალახა ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა დერეკ ნიდჰემმა (12ქ).

აღნიშნული მოგების შემდეგ მონტენეგრო ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. მომდევნო მატჩი საქართველოს სტუმრად 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან ელის.

0.121135