სხვა

21:05 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ანთაური: “ჩვენი მიზანი 2 ოქროს მედალია”

9-17 სექტემბერს, პოლონეთში (ნოვი ტომისლი) გაიმართება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (17 წლამდე). ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია საქართველოს ნაკრები. ჩვენების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური იქნება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი შემადგენლობით ჩადის: 56 კილოგრამი – გურამ გიორბელიძე, 62 კგ – არჩილ მალაყმაძე, კახი ასანიძე, 69 კგ – ედუარდ კაკაბაძე, 77 კგ – ნოდარ კაკაბაძე, 85 კგ - ლაშა თაქთაქიშვილი, 94 კგ – ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე, +94 კგ – თორნიკე ტაბატაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ანთაური.

ასისტენტი: თემური ჯანჯღავა.

ანთაური ამ (და სხვა) ასაკთან წარმატებით, შედეგიანად მუშაობს. ზურა შედეგზე და პერსპექტივაზე ორიენტირებული მწვრთნელია. მთავარ მწვრთნელთან ერთად რამდენიმე თემა გავიარეთ.

მოსამზადებელ ციკლზე.

„ამ ციკლს გავდიოდით ეტაპობრივად. დავიწყეთ ბაკურიანში, თებერვალში. შემდეგ, გადავედით დუშეთში. გადავინაცვლეთ თბილისში, დიღმის ახალ კომპლექსში და შეკრების ბოლო ეტაპი დუშეთში დავფარეთ. მოსამზადებლად ნორმალური პირობები იყო. ცოტა ცხელოდა, მაგრამ ისე, ყველაფერი მისაღები იყო“.

ნაკრების სპეციალური თანმხლები პირი.

„ჩვენთან ერთად ტურნირზე მოდის ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე. ბიჭებისთვის ეს დამატებითი სტიმულია. გიორგი მთელ ტურნირს დაესწრება“.

შანსებზე.

„ჩვენი ნაკრების ყველა წევრს აქვს თავისი მიზანი, გეგმა. ჩვენი ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ჩვენი მიზანია, 2 ოქროს მედალი. გვაქვს სურვილი, მეტი მედალი იყოს. ბიჭების დიდი ნაწილი სხვადასხვა სინჯის მედლისთვის იბრძოლებს“.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-სამსახური

0.116262