კალათბურთი

14:59 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ დიქსონი: “მოუთმენლად ველი სავსე სპორტის სასახლის ხილვას”

საქართველოს და ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებთა უმნიშვნელოვანეს მატჩს საქართველოს ეროვნული გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თამაშს მოუთმენლად ელის. დიქსონმა კომენტარი ტვიტერის გვერდზე დატოვა.

“ჩერნოგორიასთან მატჩის დღე დადგა. მოუთმენლად ველი თბილისის გადავსებული სპორტის სასახლის ხილვას. მიყვარს ჩვენი ქომაგი და სრულიად ეს ნაკრები”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩერნოგორიის ნაკრებთა ჯახი, რომელიც ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ციკლში F ჯგუფში ლიდერის ვინაობას გაარკვევს, სტარტს 19:00 საათზე აიღებს და ცხადია, მათ შორის მაიკლ დიქსონზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

0.11905