ფეხბურთი

12:44 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, შესაძლოა რუსეთში გასამართ მუნდიალზე ვერ ვიხილოთ. izvestia.ru-ს ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ტურნირს ბოიკოტს პოლიტიკური მოტივის გამო გამოუცხადებს.

ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი გუნდი შესარჩევ ეტაპზე I ჯგუფში თამაშობს და მეტოქეებად თურქეთი, ხორვატია, ისლანდია, ფინეთი და კოსოვო ჰყავს. პირველი ტურის შემდეგ აღნიშნულ გუნდებს 1-1 ქულა აქვთ.

0.121623