მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფს ერთბაშად სამი თანალიდერი ჰყავს. პირველ ტურში ბელგიამ, ბოსნიამ და საბერძნეთმა დიდი ანგარიშებით იმარჯვეს და წესით, სწორედ მათ შორის უნდა გათამაშდეს მუნდიალის საგზურ(ებ)ი.
საბერძნეთმა სტუმრად გიბრალტარს ადვილად, 4:1 აჯობა, ხოლო ბელგიამ ასევე გასვლაზე კვიპროსი დაამარცხა – 3:0. “წითელ ეშმაკთაგან” დუბლით რომელუ ლუკაკუ გამოირჩა, ხოლო ერთი იანიკ ფერეირა-კარასკომ შეაგდო.
ბოსნიის ნაკრებმა შინ მოიპოვა სამი ქულა. ედინ ჯეკომ და კომპანიამ ესტონეთი 5:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მცველი ემირ სპაჰიჩი დუბლით გამოირჩა, სწორედ მან დაიწყო და დაასრულა ესტონელთა რბევა.
კვიპროსი – ბელგია 0:3 (0:1) მიმოხილვა
გოლები: 0:1 ლუკაკუ (13), 0:2 ლუკაკუ (61), 0:3 კარასკო (81)
ბოსნია – ესტონეთი 5:0 (2:0) მიმოხილვა
გოლები: სპაჰიჩი (7), 2:0 ჯეკო (23, პენ), 3:0 მედუნიანი (71), 4:0 იბიშევიჩი (83), 5:0 სპაჰიჩი (90)
გიბრალტარი – საბერძნეთი 1:4 (1:4) მიმოხილვა
გოლები: 0:1 მიტროღლუ (10), 1:1 უოლკერი (26), 1:2 ვისემანი (44, ა.გ), 1:3 ფორტუნისი (45), 1:4 ტოროსიდისი (45)
1. | ბოსნია | 1 | 1 | 0 | 0 | 5:0 | 3 | |
2. | საბერძნეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 4:1 | 3 | |
3. | ბელგია | 1 | 1 | 0 | 0 | 3:0 | 3 | |
4. | გიბრალტარი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:4 | 0 | |
5. | კვიპროსი | 1 | 0 | 0 | 1 | 0:3 | 0 | |
6. | ესტონეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 0:5 | 0 |
მომდევნო ტური – 7 ოქტომბერი
ესტონეთი – გიბრალტარი
საბერძნეთი – კვიპროსი
ბელგია - ბოსნია