ფეხბურთი

15:29 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი “დილას” ფეხბურთელია

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონმა გორის “დილამ” ნიკოლოზ გელაშვილი გაიფორმა. ამის შესახებ შიდაქართლელთა ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 31 წლის ფორვარდი “დილაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

არადა, აქამდე გელაშვილის ტრანსფერი ქუთაისის “ტორპედოში” თითქმის გადაწყვეტილი იყო. “დინამოდან” წასვლის შემდგომ კი, დროებით “სამტრედიაშიც” ვარჯიშობდა, ფორმის შესანარჩუნებლად.

ნიკა გელაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 31-ჯერ უთამაშია და გოლი ერთხელ გაუტანია. რაც შეეხება ქართულ კლუბებს, იგი ყველაზე კარგად “ზესტაფონში” ირჯებოდა, სადანაც გერმანულ “ბოხუმს” მიაშურა. “დინამო” თბილისი კი, ერთი თვის წინ, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა.

0.115842