ფეხბურთი

12:17 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას ერთი თვე გაუცდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრამდე ვერ შეძლებს. როგორც ესპანური გამოცემა marca იტყობინება, 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ტრავმის მოსაშუშებლად 4-6 კვირა დასჭირდება.

“სევილიას” ახალწვეული, ავსტრიასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ ეროვნული გუნდის შეკრებაზე დაშავდა, რის გამოც 5 სექტემბერს გამართულ თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

გიორგის კუნთი აქვს დაზიანებული და ის ამჟამად სევილიაში მკურნალობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112633