ფეხბურთი

1:17 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "ავსტრია ის გუნდი არაა, მეორე ნომრად რომ ეთამაშო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ავსტრიის ნაკრებთან (1:2) მეორე ნომრად თამაშმა მარცხი გამოიწვია. როგორც მან განაცხადა, საქართველოს შეეძლო უფრო მეტი დრო გაეტარებინა შეტევაში.

„თავიდან ცოტა შეშინებულები ვთამაშობდით, დაცვაში ვიდექით. რატომ, არ ვიცი. გუნდი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ შეტევაში გვეთამაშა ავსტრია არაა ის გუნდი, რომელსაც უპირატესობა უნდა დაუთმო. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი ჩავატარეთ. რაც შეეხება ტაქტიკას, არ ვიცი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, შეგვეძლო, რომ უფრო თამამად გვეთამაშა. თუმცა, ფრის მიღწევა შეგვეძლო და ვფიქრობ, ცოტა არ გაგვიმართლა“, - თქვა ოქრიაშვილმა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ავსტრიასთან მატჩში 76-ე წუთიდან ითამაშა. როგორც ვლადიმირ ვაისმა თქვა, იგი ამჟამად 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა.

0.116896