ფეხბურთი

23:07 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი არაბიძესთან საუბარს აპირებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გიორგი არაბიძის მომავალზე ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, არაბიძე ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელია. როგორც ვაისმა თქვა, იგი უახლოეს ხანებში არაბიძის მამას უნდა შეხვდეს და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას.

"გიორგი არაბიძეს ვიცნობ, ვაკვირდები მას და ამ დღეებში ვაპირებ მამამისთან დალაპარაკებას, რადგან როგორც გავიგე გარკვეული პრობლემები არსებობს. ის ძალიან ნიჭიერია, გავესაუბრები და არის თუ არა მზად ნაკრებისთვის, გავიგებ - ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაც იწვევს და იქ თამაშს სთავაზობს. ამის ფონზე კი, 18 წლის ნიჭიერი შემტევი არცერთ ასაკობრივ ნაკრებში ამ ეტაპზე გამოძახებული არ ყოფილა.

0.125268