კალათბურთი

21:00 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პულენს ლიტვაში ეპატიჟებიან

ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, შესაძლოა, ლიტვაში გადაბარგდეს. არსებული ინფორმაციით, მას “ლიეტუვას რიტასი” იწვევს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის პულენმა გასული სეზონი ზაგრების “ცედევიტაში” გაატარა და საკმაოდ წარმატებული პერიოდიც ჰქონდა, რადგანაც ხორვატიის ჩემპიონობა და თასი მოიგო.

ჯეიკობმა ქართული პასპორტი 2012 წლის აგვისტოში საკვალიფიკაციო ციკლის წინ მიიღო და ევროპირველობის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრებს საკმაო დახმარება გაუწია.

0.125561