სხვა

22:00 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მონღოლ იოკოძუნას ცხრიდან სამი ორთაბრძოლა მოუგო

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ 11-25 სექტემბერს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებული მორიგი სუპერტურნირის დაწყებამდე, მოსამზადებელი პაექრობები ჩაატარა.

ქართველი “გოლიათი” ტოკიციკაძეს სკოლას ესტუმრა და მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან 9 შერკინებიდან სამში იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს სწორედ მომავალი აკი ბაშოსთვის უბრუნდება და იქ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

ჯუღელი ტოკიოში დოჰიოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით გაირჯება, კიდევ 1 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულითYიასპარეზებს.

0.145111