საინტერესოა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს უკვე 10 წელია, რაც მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი არ განუცდია – 50 თამაში, 37 მოგება, 13 ფრე. ასეთია აპენინელთა შედეგი უკანასკნელ ათწლეულში.
ბოლოს იტალია ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დამარცხდა. მაშინ რობერტო დონადონის ნაკრები მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის რანგში პარიზში, საფრანგეთთან (1:3) გამოვიდა დამარცხებული. ეს, 2006 წლის 6 სექტემბერს მოხდა. "სკუადრა აძურა" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 5 სექტემბერს, ისრაელთან შეხვედრით დაიწყებს.