გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ვოლფსბურგის" შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ნორვეგიასთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში თამაშს შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია Tmw ავრცელებს.
ფეხბურთელმა ტრავმის გამო ბუნდესნაკრების რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, ფინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. ნორვეგია გერმანიას შინ მიიღებს, მატჩი კი 4 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.