ფეხბურთი

21:08 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძე: "საოცარი 4 წელი იყო"

საქართველოს ნაკრები კანდიდატი მათე ვაწაძე დანიურ “ორჰუსს” დაემშვიდობა. როგორც 27 წლის თავდამსხმელმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, მას არასდროს დაავიწყდება ამ გუნდში გატარებული პერიოდი და მისი გულშემატკივრები. ვაწაძემ მათ გულითადი მადლობა გადაუხადა.

“ეს იყო საოცარი 4 წელი “ორჰუსში” – ყოველჯერზე, როდესაც სასეირნოდ გავდიოდი ან სახლში ვბრუნდებოდი, გულშემატკივრები ჩემთან მოდიოდნენ. ისინი მუდამ ყველაფერს ნიშნავდნენ ჩემთვის. მე მქონდა მძიმე დასაწყისი ტრავმების გამო, მაგრამ ფანებს მხარდაჭერას გამუდმებით ვგრძნობდი.

საოცარი იყო ითამაშო ასეთ დიდ გუნდში, რომელსაც ასეთი ბევრი და კარგი გულშემატკივარი ჰყავს. ყოველთვის ვცდილობდი მეთამაშა საუკეთესოდ, როდესაც მოედანზე ვიყავი. ვდილობდი, რომ მეთამაშა თქვენთვის. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ საუკეთესო. დიდი მადლობა”, - დაწერა ვაწაძემ.

შეგახსენებთ, მათე ვაწაძემ “ორჰუსთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ორი დღის წინ გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია. მან “ორჰუსის” რიგებში 2012-2016 წლებში 77 მატჩი ჩაატარა და 29 გოლის გატანა მოახერხა.

0.115217