5 სექტემბერს საქართველოსა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩს ბელარუს მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი ალექსეი კულბაკოვი იქნება. მან შარშან პოლონეთი-საქართველო იმსაჯა. მაშინ ქართველებმა ვარშავაში 0:4 წააგეს. ავსტრიის ნაკრებთან კი აქამდე შეხება არ ჰქონია.
კულბაკოვი 36 წლისაა და უკვე 10 წელია, რაც ფიფას კატეგორიის მსაჯი გახლავთ. ბოლო ოფიციალური მატჩი მან ბაქოში იმსაჯა - ევროპის ლიგის ფლეი ოფი, "გაბალა"-"მარიბორი" 3:1.