ფეხბურთი

14:09 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი იტალიის ნაკრებს დაუბრუნდა

იტალიის ეროვნულ ნაკრებში მატებაა. როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, “სკუადრა აძურას” წამყვანი ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა, რომელიც ოჯახური პრობლემების გამო აქამდე როგორც ნაკრებისგან, ისე ტურინის “იუვენტუსისგან” გათავისუფლებული იყო.

საქმე ისაა, რომ ბონუჩის 2 წლის შვილს მატეოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, მას ქირურგიული ოპერაციის გადატანა ბოლო ერთ თვეში ორჯერ მოუწია. როგორც ჩანს, ახლა ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდა და ლეონარდომაც ფეხბურთისთვის მოიცალა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები 5 სექტემბერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩს ისრაელის ნაკრებთან გამართავს.

0.122725