ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას მიესალმა და აღნიშნა, თანამედროვე ფეხბურთი მესის გარეშე უსახურიაო.
"მესის დაბრუნებით მოხარული ვარ. ლიონელი ჩემი მეგობარია და ასევე ვიცი რასაც ნიშნავს მისთვის არგენტინის მაისურით თამაში. მსოფლიოს დიდ ტურნირებს საუკეთესო ფეხბურთელი სჭირდება და მესის დაბრუნება ყველასთვის კარგია. ფეხბურთი მესის გარეშე უსახურია." - განაცხადა სუარესმა პრესკონფერენციაზე.
არგენტინამ ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მესის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.