"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იაია ტურე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კლუბს არ შეეძლო განაცხადში 17-ზე მეტი უცხოელი მოთამაშე შეეყვანა. ესპანელ სპეციალისტს ჯამში 18 არაინგლისელი მოთამაშე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 4 გაუშვა. კლუბს შეუძლია ჯგუფური ეტაპის შემდეგ ვრცელი შემადგენლობა შეცვალოს, ასე რომ, კოტდივუარელს შანსი ექნება პლეი-ოფში ითამაშოს.
აფრიკელი ნახევარმცველი 2010 წელს გადავიდა "სიტიში" და მას შემდეგ ყველა ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა გუნდს. პირველადაა, როდესაც ტურე მწვრთნელმა განაცხადს მიღმა დატოვა. როგორც ცნობილია, 2010 წელს სწორედ გვარდიოლამ იაია "ბარსელონადან" "მანჩესტერ სიტიში" გაუშვა.