ჩოგბურთი

15:55 | 2.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე 2 ტიტულისთვის იბრძვის

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბათუმში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მე-3 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ მე-8 რეიტინგის მქონე ოლგა პუჩკოვას, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს 32-ე ჩოგანიც კი გახლდათ, 6:1, 6:3 სძლია.

რუსი იქნება მარიამის მეტოქე ფინალშიც. მე-7 ნომრად მიჩნეულმა ალეკსანდრა პოსპელოვამ ნახევარფინალში თანამემამულე მარგარიტა ლაზარევას (მე-4) 6:1, 6:0 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ დღესვე ბოლქვაძე თათია მიქაძესთან ერთად, წყვილთა ტურნირის მოსაგებადაც იბრძოლებს. ქართველი ჩოგბურთელები უკრაინულ-რუსულ დუეტს (ფომინა-ლაზარევა) გაეჯიბრებიან.

0.177503