5 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყებამდე, ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.
ზურაბ ხიზანიშვილი 16 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.