ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება გოლით და გამარჯვებით აღნიშნა. არგენტინელებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩი ურუგვაისთან საკუთარ მოედანზე გამართეს და 1:0 იმარჯვეს. მესიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი 43 წუთზე გაიტანა.
ამ გამარჯვებით არგენტინის ეროვნული ნაკრები სამხრეთამერიკულ შესარჩევს 14 ქულით სათავეში ჩაუდგა, 7 ტურის შემდეგ 13 ქულით მას კვალში უდგანან ურუგვაის, კოლუმბიისა და ეკვადორის ნაკრებები.
ამავე ტურში დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო სტუმრად გამართულ მატჩში ბრაზილიამ ეკვადორს და 12 ქულით მეხუთე ადგილზეა.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
სამხრეთ ამერიკა
მე-7 ტური
1. | არგენტინა | 7 | 4 | 2 | 1 | 7:4 | 14 | |
2. | ურუგვაი | 7 | 4 | 1 | 2 | 12:5 | 13 | |
3. | კოლუმბია | 7 | 4 | 1 | 2 | 11:8 | 13 | |
4. | ეკვადორი | 7 | 4 | 1 | 2 | 12:10 | 13 | |
5. | ბრაზილია | 7 | 3 | 3 | 1 | 14:8 | 12 | |
6. | პარაგვაი | 7 | 3 | 3 | 1 | 9:7 | 12 | |
7. | ჩილე | 7 | 3 | 1 | 3 | 13:12 | 10 | |
8. | ბოლივია | 7 | 2 | 0 | 5 | 9:13 | 6 | |
9. | პერუ | 7 | 1 | 1 | 5 | 6:14 | 4 | |
10. | ვენესუელა | 7 | 0 | 1 | 6 | 7:19 | 1 |