მაიკლ დიქსონი 3 სექტემბერს სლოვაკეთთან ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი, რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა, მწყობრშია და ჩვენს ეროვნულ გუნდს ბრატისლავაში დაეხმარება.
დიქსონმა გუშინ “ჰანტ არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. ბრატისლავას მთავარი საკალათბურთო დარბაზი 2500-ამდე მაყურებელს იტევს და ქართველებამდე იქ სლოვაკებმა ივარჯიშეს.
ილიას ზუროსმა გუნდის წევრები დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად სროლებში და გარკვეულ კომბინაციებში ივარჯიშეს. ისინი იმ ფიცარნაგს გაუშინაურდნენ, რომელზეც 3 სექტემბერს სლოვაკეთთან პრინციპული მატჩი ელით.
შეხვედრის ტელე-ტრანსლაცია არ იგეგმება, თუმცა როგორც მასპინძლებმა გვამცნეს, ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და მალე, Youtube.com-ზე შესაბამის ლინკსაც შექმნიან. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
www.gbf.ge