ფეხბურთი

22:45 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” “ლივერპულის” ნახევარმცველი დაიმატა

იტალიის სერია ა-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” ინგლისური “ლივერპულიდან” 24 წლის ესპანელი ნახევარმცველი ლუის ალბერტო შეიძინა. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ალბერტომ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაჯდა.

ლუის ალბერტომ გასული სეზონი იჯარით ლა კორუნიის “დეპორტივოში” გაატარა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 29 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. “დეპორტივოსა” და “ლივერპულის” გარდა კი, ესპანელს “მალაგაში”, “სევილიასა” და “ბარსელონას” მეორე გუნდში უთამაშია.

0.111515