საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრ მუსა სისოკოს სატრანსფერო საგას წერტილი ბოლო მომენტში დაესვა. ამიერიდან ფრანგი ნახევარმცველი ლონდონის “ტოტენჰემის” ღირსებას დაიცავს. “მამლებმა” არაოფიციალური ინფორმაციით “ნიუკასლ იუნაიტედს” 35 მილიონი ევრო გადაუხადეს, უშუალოდ ფეხბურთელმა კი კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სისოკოს მიმართ ინტერესი მას შემდგომ უფრო გაიზარდა, რაც ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. სწორედ ამიტომ, ნათელი გახლდათ, რომ მუსა ჩემპიონშიპის ბინადარ “ნიუკასლში” არ გაჩერდებოდა. სხვათა შორის, მის შეძენასთან ყველაზე ახლოს ლივერპულის “ევერტონი” იყო, თუმცა ბოლოში “ტოტენჰემმა” ივარგა.