ფეხბურთი

10:28 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სლიმანი “ლესტერის” ფეხბურთელია

ინგლისის ჩემპიონმა “ლესტერ სიტიმ” ლისაბონის “სპორტინგიდან” ისლამ სლიმანი შეიძინა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის ალჟირელი ფორვარდის დამატება “მელიებს” 35 მილიონი ევრო დაუჯდათ. ეს ტრანსფერი “ლესტერის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია.

ისლამ სლიმანი “სპორტინგში” 2013 წლიდან თამაშობდა და 109 მატჩში 56 გოლის გატანა შეძლო. ალჟირის ნაკრებში კი, აფრიკელ შემტევს 43 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

0.113944