მათე ვაწაძეს დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს. ფეხბურთელმა და კლუბის ხელმძღვანელებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბოლო თვეებში ვაწაძე ფორმალურად იყო გუნდში: არც ძირითად გუნდში თამაშობდა, არც დუბლებში.
ვაწაძეს არაერთი გოლი გაუტანია "ორჰუსის" მაისურით, სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გამხდარა, თუმცა ბოლოს მწვრთნელის გეგმებში არ მოიაზრებოდა.
"მოხარულნი ვართ, რომ მათესთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ორივე მხრიდან. ვაწაძეს წარმატებას ვუსურვებთ, მას შეუძლია კარიერაში წინსვლა" - განაცხადა "ორჰუსის" სპორტულმა დირექტორმა იენს ანდერსონმა.
ვაწაძე 2012 წელს გორის "დილადან" გადავიდა "ორჰუსში". 27 წლის ფორვარდს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 გოლი გაუტანია.
რომელ კლუბში გადავა მათე, ჯერჯერობით, უცნობია. ამჟამად თავისუფალი აგენტია და წესით, არ უნდა გაუჭირდეს გუნდის მოძებნა.