კალათბურთი

23:02 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ხარვეზები გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2017 წლის შესარჩევი ციკლი ალბანეთის ნაკრების დიდი ანგარიშით (86:47) ძლევით დაიწყო. მატჩისშემდგომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი კმაყოფილი იყო - მისი განცხადებით, იყო ხარვეზები თამაშში, მაგრამ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთო.

„მივულოცავ ჩემს გუნდს პირველ რიგში - ეს იყო პირველი ოფიციალური თამაში და გამარჯვება. მთელი შეხვედრა კონცენტრირებულნი ვიყავით, მაგრამ ამავდროულად გვაქვს ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია. ეს თამაში უკვე წარსულია და ახლა უკვე ვფიქრობთ, სლოვაკეთთან მატჩზე. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ჩვენ გვჭირდება მათი გვერდში დგომა, რადგან წინ გაცილებით რთული მატჩები გველის.

კმაყოფილი ვარ მთლიანობაში ნაკრების თამაშით. სათადარიგო კალათბურთელებს საკმაო დრო მიეცათ და მათი როლი ნაკრებში მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ ვიმეორებ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.

მაიკლ დიქსონი უკეთესადაა, ერთი სრულფასოვანი ვარჯიშიც ჩაატარა. დღეს საბედნიეროდ მოგვეცა შესაძლებლობა ის დაგვესვენებინა და ეს რა თქმა უნდა, კარგია. სლოვაკეთში კი, ვნახოთ.

სლოვაკეთი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. მეტოქე შესწავლილი გვყავს და ამ თამაშს სერიოზულად ვუდგებით“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრები II ტურის შეხვედრას ბრატისლვაში სლოვაკეთის ნაკრებთან 3 სექტემბერს გამართავს.

0.117863