ჩოგბურთი

22:07 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია, მიქაძე და ბოლქვაძე მეოთხედფინალში ითამაშებენ

ბათუმში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში სამმა ქართველმა ჩოგბურთელმა გააღწია. ესენი სოფო ქვაცაბაია, თათია მიქაძე და მარიამ ბოლქვაძე არიან.

მე-2 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ რუსი ვალერია პოგრებნიაკი 6:0, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში კიდევ ერთ რუს, მე-8 რეიტინგის მქონე ოლგა პუჩკოვას ეთამაშება.

მიქაძემ ტურნირს პირველ ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე გამოთიშა. უფრო სწორად, ანგარიში 4:6, 3:0 გახლდათ, როდესაც გორგოძემ თამაშის გაგრელება ვეღარ მოახერხა.

მეოთხედფინალში თათიას პირისპირ მე-7 ნომრად განთესილი რუსი ალეკსანდრა პოსპელოვა დადგება.

რაც შეეხება მე-3 განთესვით მოთამაშე ბოლქვაძეს, მან მოლდოველ იულია ჰელბეტს 6:2, 6:3 მოუგო და ახლა, რუს ანასტასია ფროლოვას დაუპირისპირდება.

მერფვედფინალში კიდევ ერთ რუს მარგარიტა ლაზარევასთან (მე-4) 1:6, 4:6 წააგო მარიამ დალაქიშვილმა.

სამაგიეროდ, დალაქიშვილმა და რუსმა ზოზია კარდავამ უბრძოლველად გაღწიეს წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში. მათთან სათამაშოდ გორგოძე და ქვაცაბაია არ გამოცხადდნენ.

ნახევარფინალში დალაქიშვილი და კარდავა ბოლქვაძეს და მიქაძეს გაეჯიბრებიან, რომელთაც კენჭიაშვილს და რუსი ადელინა ბარავის 6:2, 6:3 მოუგეს.

0.132374